"ექსოლოტ ინვესტმენტსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.exolot.ge
ძირითადი მოვალეობები:
* შესყიდული უძრავი ქონების მომავალი მოიჯარის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა (შავი კარკასის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები)
* სამუშაოების დაგეგმვა და კონტრაქტორების მოძიება
* სამუშაოების დეტალური გეგმის შემუშავება და ვადების განსაზღვრა
* სამუშაოს ხარისხის კონტროლი
* სამუშაოების ვადების კონტროლი
* სამუშაოების ფასების კონტროლი
* პრობლემების და შესაძლო შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება
* გადაწყვეტილების მიღება მასალებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ
* აბონირება/გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ლიცენზიანტებთან ურთიერთობა (წყალი, ელექტროენერგია, გაზი)
* მომავალი მოიჯარის ტექნიკურ სამსახურთან კომუნიკაცია სამუშაოების პროცესში
* მეზობლებთან მოლაპარაკებების წარმოება აუცილებლობის შემთხვევაში
კვალიფიკაცია და უნარები:
* ბაკალავრი
* MS Office Suite აპლიკაციების ცოდნა: Word, PowerPoint, Excel და ა.შ.
* კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
* ძლიერი სამუშაო ეთიკა; სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება
* სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციებზე მუშაობის
ბენეფიტები:
* ტრენინგები სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით
* ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].
გისურვებთ წარმატებებს! |