ოფის-მენეჯერი

ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -19:00 საათამდე
  • ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
  • კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება;
  • ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია;
  • ადმინისტრაციის დოკუმენტების მომზადებასა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
  • დამკვეთებისა და ვიზიტორებისათვის, კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება;
  • ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, );
  • სოც-მედიას მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი);
  • ოფისის დამლაგებლების სუპერვიზია და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება რელევანტურ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა - სასურველია;
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
  • ორგანიზებულობა,სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოფის მენეჯერი
სახლი
700₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

ოფის მენეჯერი
პატიო არტ
1200₾ თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

ოფის მენეჯერი
ბიოპლანტი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

ოფის მენეჯერის დამხმარე
ალიანს ჯგუფი
900₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ოფისის მენეჯერი
ოქსონ სოლუშენსი
800₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ოფისის მენეჯერი
W8Shipping Georgia
1100₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


Indigo Cars

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო