ჭურჭლის მრეცხავი, დიასახლისი, ჰაუსმენი

"ბაზარი ორბელიანზე" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 70-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.

გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიებს დალაგება-დასუფთავების დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კვირაში - 5 სამუშაო დღე/2 დღე დასვენება; დღეში - 8 სამუშაო საათი).
ანაზღაურება: საათში - 5 ლარი;

1. ჭურჭლის მრეცხავი

ძირითადი მოვალეობები:

* ჭურჭლის დარეცხვა-დასუფთავება;
* სამზარეულოში სისუფთავის ნორმების დაცვა/კონტროლი სტანდარტების მიხედვით;
* ჭურჭლის სარეცხის მანქანის მუშაობის უზრუნველყოფა და ჰიგიენის ნორმების დაცვა, სუფთა გარემოს შენარჩუნება;
* ყველა აღჭურვილობის, ინვენტარის წმენდა/რეცხვა/სისუფთავის შენარჩუნება;
* სარეცხი საშუალებების გამოყენება ინსტრუქციის მიხედვით;

2. დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები:

* სველი წესითა და შესაბამისი სითხეების გამოყენებით მტვერის, ზედაპირების, ბაზარი ორბელიანის შიდა ტერიტორიის გადაწმენდა;
* საპირფარეშოების დალაგება, ნაგვის გატანა, დამატება საჭირო ინვენტარის - საპონი, ქაღალდი.
სტუმრებისათვის განკუთვნილი ლიფტების დასუფთავება;
* უზრუნველყოს სისუფთავე ბაზარ ორბელიანის შიდა ტერიტორიაზე;

3. ჰაუსმენი

ძირითადი მოვალეობები:

* დარბაზების, ლიფტების, კიბის უჯრედების, დერეფნების, მოსაწევის სივრცისა და გარე პერიმეტრის დასუფთავება;
* ნაგვის გატანა;
* იატაკის მორეცხვა, გახეხვა და გაპრიალება სპეციალური სარეცხი მანქანის გამოყენებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591504452 ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სამუშაო სივრცის მენეჯერი
კომპანია
500₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

მოლარე-კონსულტანტი
მაღაზია ამბიენტე
700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მეღვინის დამხმარე
Matrobela Wines
500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ბარმენი
ბარი ვარშავა
50₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მიმტანი
სასტუმრო Brim Tbilisi
900₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

რესტორნის სუპერვაიზერი
სასტუმრო Shota@Rustaveli
თბილისი
დედლაინი: 10 საათში

კომპანია


ბაზარი ორბელიანზე

ანაზღაურება


5₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო