გაზგასამართი სადგურის გამმართველი, გამმართველი ცვლის უფროსი

კომპანია "ნეოგაზი" აცხადებს ვაკანსიას გაზგასამართი სადგურის გამმართველი ცვლის უფროსის და გამმართველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:

* დიღომი - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N121.
* აეროპორტი - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ.
* ორთაჭალა - ქ. თბილისი, გულუას ქ. N22
* ვარკეთილი - ჯავახეთის ქ. ვარკეთილი 3-ის საცხოვრებელი რ-ნის III მ/რ-ის მოპირდაპირედ.
* საბურთალო - უნივერსიტეტის ქ. #6.
* მარნეული - 26 მაისის ქუჩა.
* ავჭალა - სარაჯიშვილის გამზ. #39
* ნატახტარი - მცხეთის რ-ნი, ს. წეროვანი.

სამუშაო საათები:

* 24 საათიანი ცვლა ყოველ მეოთხე დღეს (სამუშაო დღეების რაოდენობა თვის ჭრილში 7-8 დღე)
* 10 საათიანი დღის ცვლა ყოველ მეორე დღეს (15 სამუშაო დღე თვეში)

ანაზღაურება:

* გამმართველი ცვლის უფროსი 24 საათიანი ცვლა - 875 ლარი (დარიცხული)
* გამმართველი 24 საათიანი ცვლა - 625 ლარი (დარიცხული).
* გამმართველი 10 საათიანი ცვლა (დღის ცვლა) - 662.50 ლარი (დარიცხული).

ბენეფიტები:

* ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის ხარჯით;
* ყოველთვიური ბონუსი - თანამშრომლის მიერ თვის ჭრილში რეალიზებული * კუბური მეტრი გაზის მოცულობის შესაბამისად
* პროფესიული განვითარება;

ფუნქცია/მოვალეობები:

* ავტომობილის გამართვა ბუნებრივი აირით;
* კომპანიის მიერ დამტკიცებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვა;
* უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
* სალარო ოპერაციების შესრულება;
* მომხმარებლის ინფორმირება არსებული აქციისა და ფასდაკლების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

* სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
* საბაზისო მათემატიკური უნარები;
* ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ორგანიზებულობა.

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591 205 281.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერი
ნეოგაზი
2125₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ნეოგაზი

დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო