მტვირთავი/საწყობის თანამშრომელი

სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას მტვირთავი/საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ჩვენს კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ფუნქცია მოვალეობები:

* ფიზიკურად და ავტოდამტვირთველის მეშვეობით ტვირთის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და განსაზღვრულ ადგილას დასაწყობება
პროდუქციის დაპალეტება
* ყუთების დათვლა, აწყობა, დაშლა, ავტოდამტვირთველის ტექნიკური გამართულობის კონტროლი
* მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა
* მენეჯერისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

* იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
* სასაწყობო ავტოდამტვირთველის (როგორც გაზზე მომუშავე, ისე ელექტრო ენერგიაზე მომუშავე) მართვის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

* კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* პუნქტუალურობა
* გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:

* ყოველთვიური ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები).
3 თვიანი საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ, გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, ხელფასის მომატების პერსპექტივით. ასევე დაემატება ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული ტელეფონის ნომერი.
* სამუშაო ადგილი: ლილო, ი.იუმაშევის 14, თბილისი
* სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
* სამუშაო საათები: 09:30-18:30

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected].

სათაურის ველში მიუთითეთ "საწყობის თანამშრომელი".

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 76 86 82

ნუ დაელოდებით განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მტვირთავი
Inex Group
2000₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

დღის ცვლის საწყობის ტვირთის ოპერატორი
იზივეი
1000₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის ტვირთის ოპერატორი
იზივეი
1000₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მტვირთავი
თბილღვინო
875₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მტვირთავი
ჰიპერმარკეტი Domino
1100₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მტვირთავი
კომპანია
1500₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო