შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიალური ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.
"ვიქტორია98" ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
შპს "ვიქტორია-98" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო საწყობის და ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ატენის ქუჩა 6/8
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი (საჭიროებისამებრ შაბათი დღე);
ანაზღაურება: 1500 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* მიღებული პროდუქციის საწყობში სწორად განთავსება და საწყობის ტერიტორიის რაციონალურად გამოყენება;
* მიღებული პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
* ახალი პროდუქციის მისაღებად საწყობში ადგილის გამზადება;
* საწყობში დატვირთა/გადმოტვირთვის პროცესის წარმოება წესების დაცვით;
* საწყობში არსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
* გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება;
* ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესახებ ანგარიშის მომზადება
* პროდუქციის თვლად მდგომარეობაში ყოფნის მონიტორინგი;
* ინსტრუქციის შესაბამისად ყოველკვირეული რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
* ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
* მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* მართვის მოწმობა B კატეგორია;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* სწრაფი რეაგირების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* კეთილსინდისიერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო საწყობის და ინვენტარიზაციის სპეციალისტი"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში. |