სამაცივრე საწყობის მენეჯერი

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო განაკვეთი: 08:00 - 17:00 სთ (კვირაში 5 დღე)
სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი.

ფუნქცია-მოვალეობები:

* სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
* საწყობში სამუშაო პროცესის მართვა, სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის ჰიგიენა);
* საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა;
* საწყობში შემოსული პროდუქციის მითვლა/მიღების სისწორის უზრუნველყოფა; ვიზუალური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ტემპერატურული რეჟიმის მონიტორინგი;
* საწყობში არსებული ნაშთების, ვადების კონტროლი და აღრიცხვა;
* თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
* მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
* რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
* დროის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 591079396 სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება სამაცივრე საწყობის მენეჯერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "ვესტ ინვესტი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სხვადასხვა
ჯიბე cash & carry
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

შესყიდვების მენეჯერი
Oktopus Fitness Club
2000₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

იმპორტის სპეციალისტი
ბრიჯრთრეიდი
თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

ლოგისტიკის თანამშრომელი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 11 საათის წინ

კომპანია


ვესტ ინვესტი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო