მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

* ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად;
* მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი);
* ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა;
* შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:

* განათლება - საშუალო;
* გამართული კომუნიკაციის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე.

რას გთავაზობთ?

* განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
* კონკურენტული ანაზღაურება - 1150 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 1300 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი);
* ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
* ტრანსპორტირება;
* კვება.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი-ექსპედიტორი
რითეილ ლოგისტიკა
1400₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი ექსპედიტორი
ჩიკორი
1400₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

მძღოლი-ექსპედიტორი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი-ექსპედიტორი
Pepsico
1750₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


PepsiCo

ანაზღაურება


1,150₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო