ფინანსური დირექტორი

ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უხელმძღვანელებს ფინანსურ საკონსულტაციო პროექტებს

ებიტ ჯგუფი არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (http://www.ebit.ge).

ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.

ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში".

რას გთავაზობთ:

* ანაზღაურება: 5000-7000 ლარი (ნეტ) გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით
* სამუშაო ფორმატი: საოფისე
* გრაფიკი: სრული
* მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

* კლიენტი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტიკა და ფინანსური ანალიზი;
* კლიენტ კომპანიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმიზაციაზე ზრუნვა;
* ფინანსური მოდელის მომზადება, სხვადასხვა სცენარების მიხედვით;
* ბიუჯეტირების სისტემის შემუშავება და ბიუჯეტირების პროცესის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
* ფულადი სახსრების მართვა/ოპტიმიზაციის გეგმის მომზადება, ფულადი სახსრების დაგეგმვა და ფულადი ნაკადების მართვა;
* ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადება: ბალანსი, მოგება-ზარალი, ქეშ-ფლოუ ასევე კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული დამატებითი ფინანსური და კომერციული რეპორტები;
* საინვესტიციო გადაწყვეტილების შეფასება;
* მიმდინარე და სამომავლო პროექტების მომგებიანობის და ეფექტურობის ანალიზი;
* ყოველთვიური ფინანსური შედეგების ანალიზის წარდგენა კომპანიის დამფუძნებლებთან და ბორდთან, რეკომენდაციების მომზადება კომპანიის მომგებიანობასთან, ფინანსურ სტაბილურობასთან და ფულის მართვასთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

* ფინანსური მიმართულებით მუშაობის 4-6 წლის გამოცდილება;
* ფინანსური მიმართულებით მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება;
* უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
* პროგრამების ექსელის და Power Point მაღალ დონეზე ცოდნა;
* ერთ-ერთ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია საკვალიფიკაციო სერტიფიცირება (ACCA, CFA ან სხვა);
* ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: [email protected]

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერი
თანასწორობის მოძრაობა
100207799₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

დირექტორი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ტექნიკური ჯგუფის დირექტორი
SNGeorgia
თბილისი
დედლაინი: 8 საათში

რესტორნის დირექტორი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 8 საათში

წარმოების ქარხნის დირექტორი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ტექნიკური დირექტორი
მისტერ მასტერი
3000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კომპანია


EBIT Group

ანაზღაურება


5,000₾ -7,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო