ბუღალტერ-ოპერატორი

კომპანია "კოლხი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "კოლხი ჯგუფი" უკვე დიდი ხანია არსებობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე, როგორც სოლიდური მომწოდებელი ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა. კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ცნობილ მწარმოებლებს, როგორიცაა: Tegola Canadese, Ceprano Coperture, Mazzonetto, Veks Travertine და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.kolkhigroup.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ბ;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი: 10:00 - 15:00 სთ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
* რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია ACCA - ის პირველი სამი წიგნის სერთიფიკატი;
* საბუღალტრო პროგრამა Oris Manager -ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
* MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

* პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შექმნა და ასახვა პროგრამულად;
* მიწოდებისა და უკან დაბრუნების ზედნადებების, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა RS.GE-ზე;
* გამოწერილი და მიღებული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
* საგადასახადო პორტალზე გამოწერილი დოკუმენტაციაზე მონიტორინგი;
* გამოწერილი და მიღებული ანგარიშ ფაქტურების დადასტურებაზე კონტროლი;
* დებიტორ-კრედიტორებზე და ანგარიშვალდებულ პირებზე არსებული ნაშთების კონტროლი;
* რეგულარულად შედარების აქტების გაფორმება;
* დავალიანებებისა და გადახდილი/მიღებული ავანსების კონტროლი;
* ბანკში ჩარიცხული/გადარიცხული თანხების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
* მიმდინარე და რეგულარული ხარჯების საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვა;
* სასაქონლო მატერიალური მარაგების კონტროლი: მარაგების აღწერაში მონაწილეობის მიღება; ინვენტარიზაციის აქტის გაფორმება, ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
* მარაგების შიდა გადაადგილებების დოკუმენტის შექმნა დ საბუღალტრო პროგრამაში გატარება;
* წუნდებული პროდუქციის ჩამოწერა და მასზე შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა და მისი პროგრამული გატარება;
* ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციის წარმოება, პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის/ცვლილების ასახვა;
* ძირითადი საშუალების ჩამოწერისას მისი საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
* კომპეტენციის ფარგლებში თვის დახურვის უზრუნველყოფა;
* საწყობისა და გაყიდვების მენეჯერებისთვის საბუღალტრო პროგრამიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
* ყველა საბუღალტრო დოკუმენტის დაარქივება და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

პიროვნული თვისებები:

* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "კოლხი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერ-ოპერატორი
რუსთავის ავტობაზრობა
1300₾-1600₾ რუსთავი
დედლაინი: 2 კვირაში

ბუღალტერ-ოპერატორი
კომპანია
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერ-ოპერატორი
იფქლი დიღომი
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერ-ოპერატორი
ელ+
1500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ბუღალტერ-ოპერატორი
უჯ ლუბრიკანტს
ქუთაისი
დედლაინი: 3 კვირაში

დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი
GFC Consulting
800₾-1000₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


კოლხი ჯგუფი

დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო