პრომოუტერი

შპს "ნუოვო" არის MICHELIN-ის ბრენდის ავტო აქსესუარების ოფიციალური დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში. MICHELIN 1889 წელს საფრანგეთში დაარსდა. თავდაპირველად კომპანია ორიენტირებული იყო ველოსიპედის საბურავების წარმოებაზე, მაგრამ მალევე გააფართოვა არეალი და მთლიანად ავტოინდუსტრიის განვითარებაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ბრენდმა დაიწყო ავტომობილის აქსესუარების წარმოება, რამაც მალე დაიმსახურა მომხმარებლის სიყვარული და განსაკუთრებული ნდობა.

საქართველოს ბაზარზე MICHELIN-ის ბრენდის ავტომობილის აქსესუარები შპს ნუოვომ 2022 წელს შემოიტანა და ახორციელებს ამ პროდუქციის დისტრიბუციას თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

ჩვენი პროდუქცია ამჟამად წარმოდგენილია "დომინოს", "გორგიას", "მიჰაუსის" და "კარფურის" ჰიპერმარკეტებში, "კონტაქტის" მაღაზიაში, Gulf-ის სერვისცენტრებში და ასევე "ალტას" და სხვა პოპულარული ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდებზე.

ჩვენ წარმატებით შევასრულეთ წინა წლის დასახული გეგმები და გადავედით განვითარების ახალ საფეხურზე. შესაბამისად ვეძებთ პრომოუტერს, რომელიც წარმოადგენს MICHELIN-ის ბრენდს, ჩვენი პარტნიორი კომპანიების ჰიპერმარკეტსა და მაღაზიებში.

კომპანიის მეტი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/michelinautoaccessories

პოზიციის დასახელება: პრომოუტერი.

ფუნქცია-მოვალეობები:

* მომხმარებლებისთვის მათი საჭიროებების შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა.
* პროდუქტის მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება.
* Cross-Selling ტექნიკის მეშვეობით, მომხმარებლისთვის პროდუქტის სხვადასხვა ასორტიმენტის შეთავაზება.
* მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
* სექციაში განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი დაკორექტირების უზრუნველყოფა.
* კომპანიის მერ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად, თაროზე პროდუქციის სწორად და ესთეტიურად წარმოჩენის და მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა.
* სექციაში განთავსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი დროულად შევსების უზრუნველყოფა.
* პროდუქციის ვადების კონტროლი და დადგენილი პერიოდულობით გაყიდვების მენეჯერის ინფორმირება.
* თაროს მოწესრიგება და განთავსებული პროდუქციის უსაფრთხოდ შენახვა/განთავსების უზრუნველყოფა.
* სექციაში არსებული კონკურენტული ბრენდების ანალიზი და ასორტიმენტის განვითარების მხრივ იდეების მიწოდება გაყიდვების მენეჯერისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* საშუალო განათლება.
* სასურველია საცალო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
* უპირატესობა მიენიჭებათ ავტომობილის აქსესუარების მიმართულებით გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

სამუშაო პირობები:

* გრაფიკი - 5 დღიანი სამუშაო კვირა, სამუშაო საათები 11:00-20:00, 1 საათიანი შესვენებით.
* ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი.
* ბონუსი - საკომისიო რეალიზაციიდან. ანაზღაურების ზედა ზღვარი არ არსებობს, თქვენი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება თქვენს შედეგზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გრაფიკული დიზაინერი
პრომოუტერი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

პრომოუტერი
ბი-ემ-ესი
550401000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

პრომოუტერი
IEK Group
1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

პრომოუტერი
ეაკონი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

პრომოუტერი
პრაქტიკა
1000₾ თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


ნუოვო

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო