გაყიდვების მენეჯერი

კომპანია "მეტალ ჯორჯია" წარმოადგენს შავი ლითონის (კერძოდ: არმატურა, შველერი, გლინულა, კუთხოვანა, მასიური კვადრატი, პროფილური და მრვალი მილები, ორტესებრი კოჭი და ფურცლოვანი ფოლადი) საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელს. კომპანია 20 წელია წარმატებით არსებობს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით და მუდმივი განვითარებით.

კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 - 17:00, შაბათს 9:00 - 14:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 1500-2000 ლარი)

ჩვენ გთავაზობთ:

* მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
* განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
* ეფექტური საბონუსე სისტემა;
* საწვავის თანხას.

ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნა;
* კომპანიაში არსებული ბაზის საფუძველზე პოტენციური კლიენტების მოძიება, ზარების და შეხვედრების დაგეგმვა, განხორციელება;
* მომხმარებლის მოთხოვნის სწორი ანალიზი;
* შეხვედრების ჩატარება (გასვლითი და მიღება ოფისში)
* არსებული ბაზის გამდიდრება და სამშენებლო კომპანიებში ვიზიტი დაგეგმვა;
* სამშენებლო ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაციის წარდგენა;
* პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაციის ჩატარება;
* შეკვეთის გაფორმება და მიწოდების საკითხების დაზუსტება;
* კონტაქტზე ყოფნა პოტენციურ დამკვეთებთან და არსებულ დამკვეთებთან: შეთავაზების გადაგზავნა, სიახლეების გაცნობა, შეხსენებების გაკეთება;
* ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება.

მოთხოვნები:

* B კატეგორიის მართვის მოწმობა;
* სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა (ავტომობილის არ ყოლის შემთხვევაში, კომპანია გამოყოფს თავის ავტომობილს).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 550 007 195 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

შპს "მეტალ ჯეორჯია" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მეტალ ჯეორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.

შპს "მეტალ ჯეორჯია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
დრიმლენდ ოაზისი
ქობულეთი
დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ნიქსი
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ელიტ მოტორსი
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ედვინგსი
5000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

გაყიდვების მენეჯერი
ტრეიდ ფაქტორი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კომპანია


მეტალ ჯორჯია

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო