ადმინისტრატორი

"MyDay" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1100 ლარი + ინდივიდუალური ბონუსი
კვირაში 5 სამუშაო დღე

ძირითადი ფუნქციები:

* დარბაზის კონტროლი: მერჩენდაიზინგი, დაზიანებული ნივთის მოხსნა ან შეკეთება, ცარიელი ადგილების შევსება პროდუქციით, სისუფთავის და წესრიგის კონტროლი მაღაზიაში.
* ჰელიუმის კონტროლი და შეკვეთა
* ადგილობრივი მომწოდებლების პროდუქციის შეკვეთა და განთავსება
* მაღაზიის პარკების ნაშთის კონტროლი და შეკვეთა
* იმპორტის შემოსვლისას ზედნადების ატვირთვა

ასევე გაყიდვების კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:

* მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით.
* მომხმარებლის სრული და ჯეროვანი ინფორმირება მაიდეის მომსახურებების შესახებ
* მომხმარებლისათვის პროდუქტის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის ინტერესების დაცვით
* მომხმარებელთათვის შეთავაზებების გაკეთება დიზაინის, თემატიკის და ბიუჯეტის გათვალისწინებით
* მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის/პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება უშუალო ხელმძღვანელთან.
* მომხმარებლის მოთხოვნების შეგროვება, რომელთა დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მიმდინარე პერიოდში
* შეკვეთის მიღება, შესაბამის ფაილში აღრიცხვა და შეკვეთის მიწოდების დროული ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი
* სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით
* სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება კომპანიის წესების დაცვით
* დღის ბოლოს სალაროს დახურვა, ნავაჭრი ნაღდი ფულის დათვლა და სალაროში შენახვა
* პროდუქტის განლაგება თაროებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
* თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის და სისუფთავის რეგულარული კონტროლი
* ფასმაჩვენებლების კონტროლი
* მარაგის კონტროლი მაღაზიის თაროებსა და საწყობში და მარაგებზე მატერიალური პასუხისმგებლობა.
* მიღებული პროდუქციის აღწერა და რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის.
* სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში, თითოეული პროდუქტის და თაროს რეგულარული გაწმენდა/მოწესრიგება
* მიწოდების სერვისის წარმომადგენლებისათვის შეკვეთის მიღება, მიწოდების დეტალების სწორი რეგისტრაცია და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა შემდგომი დამუშავების მიზნით
* კომპანიის სტანდარტებისა და შინაგანაწესის დაცვა
* უშუალო ხელმძღვანელის/საოპერაციო დირექტორის/დირექტორის მიერ, კომპანიის საოპერაციო მიზნებისა და ინტერესების ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება

განათლება და გამოცდილება:

* ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
* სასურველია სააღრიცხვო-სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
* საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
* კომპანიაში არსებული სტანდარტების, პოლიტიკის და პროცედურების ცოდნა
* პროდუქტის მახასიათებლების და ფასების სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

* თავაზიანი
* ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი
* გუნდში მუშაობის უნარი
* დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
* პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული
* პუნქტუალური

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრატორი
Botanique Beauty
1000₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

ადმინისტრატორი
სასტუმრო აგავა
თბილისი
დედლაინი: 14 საათში

ადმინისტრატორი
SPAR Partner
850₾-950₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

ადმინისტრატორი
ფიტნეს კლუბი ტონუსი
1500₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

ადმინისტრატორი
სასტუმრო სეფია
1000₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

ადმინისტრატორი
Anat Amoroso Fashion
50₾-75₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

კომპანია


MyDay

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო