სერვის მენეჯერი

შპს "GROUND 84" "მილანური ბისტროსა" და "ESPRESO CAFÉ AND SHOP" კონცეფციით დაარსდა 2017 წელს და 3 ფილიალით წარმატებით ოპერირებს გასტრო ინდუსტრიაში. "მილანური ბისტროს" გუნდში ვეძებთ თანამშრომელს სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

* დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კონტროლი და გადამზადება;
* დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, და საჭიროების მიხედვით მათი ჩანაცვლება;
* მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და სალაროსთან შეკვეთების მიღება;
* პროდუქტის ასორტიმენტისა და მისი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
* პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობა;
* სამუშო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
* პროდუქტის ვადების და შენახვის წესების დაცვა;
* მიტანის სერვისებთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სავალდებულოა კვების სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სალაროსთან;
* სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
* გუნდური მუშობის და გუნდის მართვის უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* პოზიტიურობა და მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;

ფილიალის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის ქ. 8
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო

ანაზღაურება


1,300₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო