სერვის დესკის ოპერატორი

კომპანია შპს "ტრანზაქციული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ექვაირინგის განყოფილებაში სერვის დესკის ოპერატორის თანამდებობაზე. კომპანია საქმიანობს საბანკო-საფინანსო სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ:

* სამუშაო განაკვეთი: სრული, არასტანდარტული (5 სამუშაო დღე)
* სტაჟირება ანაზღაურებადი 500 ლარის ოდენობით (სტაჟირების პერიოდი ინდივიდუალურია, არაუმეტეს სამი თვისა), სტაჟირების შემდეგ 700 ლარი + კვარტალური ბონუსი.
* კარიერულ წინსვლას
* ჯანმრთელობის დაზღვევა
* მივლინებები (საჭიროების შემთხვევაში)
* საწვავის კომპენსაცია (მივლინების შემთხვევაში)
* ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:

* კლიენტებთან და სუბ-კონტრაქტორებთან ურთიერთობა (ელ.ფოსტით, ტელეფონით და პირისპირ)
* განცხადებების მიღება, პროგრამაში რეგისტრირება
* ტერმინალების დაპროგრამება, ტექნიკური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე მიწოდება
* მონაცემების დამუშავება და რეპორტის წარდგენა საჭიროების შემთხვევაში
* საჭიროების შემთხვევაში, მენეჯერის მიერ მოცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

* საოფისე პროგრამების ცოდნა
* უმაღლესი ან ტექნიკური განათლება სასურველია (უმჯობესია ტექნიკური განხრით)
* სასურველია ინგლისური/ რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
* ავტომობილის ფლობა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
* ორგანიზებული
* პუნქტუალური
* დეტალებისადმი ყურადღებიანი
* სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
* გუნდური
* შედეგებზე ორიენტირებული
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected], 2024 წლის, 20 ოქტომბრამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატს დაუკავშირდება ჩვენი თანამშრომელი. ჩვენი ვებგვერდია: https://tr-sys.eu/

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ტრანზაქციული სისტემები

ანაზღაურება


500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო