ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს:
www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილ კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე ინვენტარიზაციის წარმოება;
- კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე საწყობის მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი, როგორც პროგრამულად ასევე ადგილობრივად;
- შემოსული მოთხოვნის ფორმის დამუშავების, სასაწყობე ნაშთების გადამოწმებისა და ინფორმირების უზრუნველყოფა შესაბამისი ნაშთის არსებობის/არ არსებობის შესახებ;
- ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენა, შესაბამისი აქტის შედგენის უზრუნველყოფა;
- ყველა საჭირო დოკუმენტაციის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- დანაკლისების სწორად აღრიცხვა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე და ობიექტებზე მიკუთვნება;
- რეპორტების მომზადება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
- აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორინეტირებული;
- პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :
[email protected] 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!