გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2 000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:

* ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
* კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
* კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
* კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
* ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება;
* ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
* წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

* უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
* იურისტად ან სტაჟიორად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა);
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
* რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

იურისტი
კონტაქტჰოუმი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

იურისტი
Gold Way Group
თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

იურისტი
რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

იურისტი
Index | Wealth Management
2000₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

იურისტი
PEACE CASINO
თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია

ანაზღაურება


15,002,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო