უმცროსი იურისტი - პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი

"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის (პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საშუალო ანაზღაურება: 2500 ლარი

მოვალეობები:

* იურიდიული კონსულტაციების გაწევა პრობლემურ სესხებთან მიმართებაში;
* დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
* კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
* პრობლემურ მსესხებლებთან უშუალო ურთიერთობა;
* მოლაპარაკებების წარმოება;
* პორტფელის მუდმივი მონიტორინგი;
* ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის მოსამზადებლად დოკუმენტაციის მოგროვება, * ნოტარიუსთან ვიზიტი და სააღსრულებო ფურცლის აღება;
* სააღსრულებო ფურცლის დარეგისტრირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
* გირავნობის მოწმობის აღება შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი დარეგისტრირება კერძო აღმასრულებელთან.

მოთხოვნები:

* აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან სამუშაო გამოცდილება არსებული სესხების მართვა აღმასრულებელთან კომუნიკაცია, განცხადებების დაწერა და ა.შ.)
* უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით);
* სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის სრულყოფილი ცოდნა;
* საფინანსო ინსტიტუტში იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
* sasurvelia რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

თვისებები:

* ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
* კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
* დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* საქმის და დროის სწორად განაწილება;
* სტრესულ გარემოში მუშაობა;
* ორგანიზაციის მიზნებზე ორიენტაცია.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: [email protected] და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი იურისტი
იმედი L
თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

უმცროსი ბუღალტერი
კრაფტ ფუდი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უმცროსი ტექნიკოსი
All Service Group
თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

უმცროსი ბუღალტერი
ბენეფიკა
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უმცროსი ექიმი
გერმანული ჰოსპიტალი
16₾-80₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


Caucasus Credit

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო