სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის / დამხმარეს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* პუნქტუალურობა
* მოწესრიგებულობა
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
* შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
ფუნქცია-მოვალეობები:
* დისტრიბუციისთვის პროდუქციის გამზადება
* საწყობში შემოსული პროდუქციის დასაწყობება
* წუნდებული პროდუქციის დახარისხება
* სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა
გთავაზობთ:
* მეგობრულ გარემოს
* სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
* ჯანმრთელობის დაზღვევას
* კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
* მოქნილ სამუშაო გრაფიკს
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ₾ + ბონუსი
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი
ხელფასის ზრდის პერსპექტივა
სასურველია დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდეს დიდი დიღმის მიმდებარედ /ქალაქის დასავლეთ ნაწილში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას! |