შპს "FMG (Food Management Group)" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.
პოზიციის დეტალები:
გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, + 1 საათიანი შესვენება.
ანაზღაურება: 1200 - ნეტი, (ბონუსი 500 ლარამდე)
მდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის 5
ძირითადი მოვალეობები:
* პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება განაწილების ობიექტებში
* სატრანსპორტო საშუალების გამართულობის და სისუფთავის უზრუნველყოფა
* პროდუქციის შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი
* კომპანიის შიდა წესების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მძღოლის უფლებამოსილების შესაბამისი ლიცენზია (B კატეგორია)
* სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
* პასუხისმგებლობის და დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევები
ჩვენ გთავაზობთ:
* სტაბილურ ანაზღაურებას
* პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
* სამედიცინო დაზღვევას
* კვების უზრუნველყოფას
* ფიტპასი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი |