უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

"ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია" პროგრამატიკული ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიაა რეგიონში, რომელიც სარეკლამო პროდუქტების ეკოსისტემას წარმოადგენს და ინტერაქტიული სარეკლამო ბაზრის მოთამაშეებს აერთიანებს.
"ედმიქსერი" გუგლის ოფიციალური გაყიდვების პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მედიასა და ბრენდებს ბიზნესისა და ინდუსტრიის სტანდარტების განვითარებაში და მიზნად ვისახავთ ინტერაქტიული რეკლამის შეძენის, შექმნისა და გამართვის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას.

შპს "ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი. (ბიზნეს ცენტრი "ავენიუ")
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

* ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
* ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა;
* შემოსავლების რეპორტის მომზადებაში მონაწილეობა;
* კომპანიის დებიტორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
* კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფინანსური ნაწილის შემოწმება;
* სხვადასხვა ფინანსური რეპორტის ყოველთვიური განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ფინანსებისა ან ეკონომიკის მიმართულებით;
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
* სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ორგანიზებულობა;
* გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ბუღალტერი
ბენეფიკა
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უფროსი აუდიტორი
STREAM
2500₾-3500₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

უმცროსი ბუღალტერი
დეგუსტო
900₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

უმცროსი ბუღალტერი
კრაფტ ფუდი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უმცროსი ექიმი
გერმანული ჰოსპიტალი
16₾-80₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


Admixer Georgia

ანაზღაურება


1,000₾ -1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო