ბუღალტერი

"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.

"ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group",
"Rental and logistics company" და " Just Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.

Jeu Holding-ის აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სახელფასო რეინჯი - 1500-2000 ლარი
სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

* კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვაში ჩართულობა
* დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება
* პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ჩამოწერის აქტების) აღრიცხვა და კონტროლი;
* სასაქონლო მატერიალური მარაგების შესყიდვის/რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
* მასალების ნაშთებისა და ჩამოწერების კონტროლი;
* ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება, შედეგების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
* საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების პირველადი მომზადება;
* მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში;

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღიცხვის მიმართულებით
* ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
* ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
* Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
* ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

* ჯანმრთელობის დაზღვევას
* კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
* კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
* სწავლის დაფინანსებას
* ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკს.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 20 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერი
ზებრა გრუპი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
თანასწორობის მოძრაობა
100207799₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
მომ გრუპი
1300₾-1800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
კონტაქტჰოუმი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ართვინ ჯორჯია
2500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ნეოფარმი+
1000₾-1700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ჯეუ ჰოლდინგი

დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო