კონსულტანტი

GASTRONOME GROUP-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://kitchenandliving.ge/
Facebook: https://www.facebook.com/kitchenliving.gastronome
Instagram: https://www.instagram.com/kitchenliving.gastronome

GASTRONOME-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

* მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
* ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
* ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
* გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
* კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

* სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
* სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
* კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
* გამართული მეტყველება

ფილიალების ადგილმდებარეობა:

* აბაშიძის ქუჩა, ვაკე
* ჭავჭავაძის ქუჩა, ვაკე
* ამაღლების ქუჩა, სოლოლაკი
* ბელიაშვილის ქუჩა, დიღომი
* ვაჟა-ფშაველას გამზირი, საბურთალო
* ნეკერჩხლის ქუჩა, ლისი

საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონსულტანტი
ოა
1000₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კონსულტანტი
მფრინავი მღებავი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

კონსულტანტი
დრესაპ ჯგუფი
1300₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

კონსულტანტი
თამოსკინი
800₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

კონსულტანტი
გუდვილი
850₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

კონსულტანტი
მოდური ბუტიკი
6₾-5008₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

კომპანია


გასტრონომი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო