მიმღები-რეგისტრატორი

სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

* თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
* სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
* სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
* შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
* სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
* სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
* სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
* სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
* სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
* სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:

* ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
* ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
* კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
* დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
* კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
* გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
* სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

* ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
* პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
* დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
* დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1200 ლარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმღები-ადმინისტრატორი
Vortex Fitness
600₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

მიმღები ადმინისტრატორი
სასტუმრო ბარნოვი ბუტიკი
900₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის მიმღები
ევროპროდუქტი
900₾ თბილისი
დედლაინი: 14 საათში

კომპანია


სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო