სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი "La Quinta by Wyndham" და "Wyn" რეზიდენსი, 100-ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი "River Rock Hotels and Resorts" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 2300 ლარიდან 3000 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
* სასტუმროს/აპარტამენტების ოთახების დასუფთავების/ სამრეცხაოს, ნომრების სისუფთავის, თეთრეულის, აღჭურვილობების, სტუმრების მოთხოვნებისა და ტექნიკური დეპარტამენტისთვის სამუშაოების შეკვეთების განხორციელება.
* სასტუმროს სრული დასუფთავება მომზადებული გეგმის შესაბამისად;
* დასუფთავების დეპარტამენტისა და სამრეცხაოს მუშაობის ორგანიზება;
* სასტუმროს/აპარტამენტების ინსპექტირება;
* დასუფთავების და სამრეცხაო დეპარტამენტთან წარმოქმნილ სტუმართა მიერ საჩივრების ეფექტური განხილვა;
* კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან და ინფორმაციის მიწოდება გენერალურ მენეჯერთან;
* სტუმარზე მორგებული სტანდარტებისა და პროცედურების შექმნა-დანერგვა;
* დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაო განრიგის შედგენა.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* მოქნილობა და ოპერატიულობა.
* უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* პუნქტუალურობა;
* კომუნიკაციის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ფიზიკურად შრომის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
* ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
* კონკურენტულ ანაზღაურებას;
* ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
* კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას! |