დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი "La Quinta by Wyndham" და "Wyn" რეზიდენსი, 100-ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი "River Rock Hotels and Resorts" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 2300 ლარიდან 3000 ლარამდე

ძირითადი მოვალეობები:

* სასტუმროს/აპარტამენტების ოთახების დასუფთავების/ სამრეცხაოს, ნომრების სისუფთავის, თეთრეულის, აღჭურვილობების, სტუმრების მოთხოვნებისა და ტექნიკური დეპარტამენტისთვის სამუშაოების შეკვეთების განხორციელება.
* სასტუმროს სრული დასუფთავება მომზადებული გეგმის შესაბამისად;
* დასუფთავების დეპარტამენტისა და სამრეცხაოს მუშაობის ორგანიზება;
* სასტუმროს/აპარტამენტების ინსპექტირება;
* დასუფთავების და სამრეცხაო დეპარტამენტთან წარმოქმნილ სტუმართა მიერ საჩივრების ეფექტური განხილვა;
* კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან და ინფორმაციის მიწოდება გენერალურ მენეჯერთან;
* სტუმარზე მორგებული სტანდარტებისა და პროცედურების შექმნა-დანერგვა;
* დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაო განრიგის შედგენა.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* მოქნილობა და ოპერატიულობა.
* უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* პუნქტუალურობა;
* კომუნიკაციის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* ფიზიკურად შრომის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

* ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
* კონკურენტულ ანაზღაურებას;
* ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
* კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ელთ ბილდინგი

ანაზღაურება


2,300₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო