სტაჟირება - ვეტერინარი,ზოოტექნიკოსი

ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს სტაჟირებას ვეტერინარიის და ზოოტექნიკოსის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში.

პოზიციაზე მივესალმებით დამწყებ, სფეროთი დაინტერესებულ კომუნიკაბელურ, აქტიურ კანდიდატებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან შედეგებზე და სურთ კომპანიასთან ერთად განვითარება.

სამუშაო ადგილი - დასავლეთი საქართველო
სამუშაო გრაფიკი - სტაჟიორზე მორგებული
ანაზღაურება - 700-1000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

* პროდუქტის დანერგვის პროცესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
* ფერმერებთან შეხვედრა და შესაბამის გუნდთან ერთად პრეზენტაციების ჩატარება;
* გაყიდვების ჯგუფთან და სხვა დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
* დანერგვის ჯგუფის მენტორების მიერ კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე სხვადასხვა სამუშაოს შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ვეტერინარიის ან ზოოტექნიკოსის მიმართულებით; (განიხილებიან III, IV და ხუთწლიანი სასწავლო კურსის შემთხვევაში - IV, V კურსის სტუდენტებიც)
* განიხილებიან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებიც;
* ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
* საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 17 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება ვეტერინარიის და ზოოტექნიკოსის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ნუტრიმაქსი

ანაზღაურება


700₾ -1,000₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო