ანაზღაურებადი სტაჟირება - საფორთი

Crypto exchange კომპანია "Bitnet" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საფორთის პოზიციაზე.

სტაჟირების პერიოდი: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

* ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
* ორგანიზაციის კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
* სოციალურ ქსელებში პასუხის გაცემა ;
* გამავალი ზარების განხორციელება არსებულ მომხმარებლებთან ;
* პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება;

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

* საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
* ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

საჭირო პიროვნული თვისებები:

* კომუნიკაბელური;
* მოწესრიგებული;
* ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
* ახლის შეთვისების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

* ცვალებადი გრაფიკი
* კვირაში 40 საათი
* ხელფასი: 600 ლარი
* სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა 12

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Bitnet

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო