IT სისტემების და ქსელების სპეციალისტი

"სკაისისტემსი" აცხადებს ვაკანსიას IT სისტემების და ქსელების სპეციალისტის პოზიციაზე. ასევე, გვაქვს ვაკანსია linux/unix მოყვარულებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
* ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
* ქსელის წარმადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
* ქსელური მოწყობილობების, როგორც აპარატურული, ასევე პროგრამული, ტესტირება;
* კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება / მხარდაჭერა;
* მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და ტექნიკური მომსახურება;
* ქსელის პროექტირება და შემდგომ მისი დანერგვის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა;
* უპირატესობად ჩაითვლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება;
* სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
* მონაცემთა გადაცემის ქსელების საფუძვლების ცოდნა (LAN, WAN);
* ოპერაციული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

* დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

* სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 09:30-18:00;
* ანაზღაურება: 700 - 1500 ლარი (ხელზე);
* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* მობილურზე სასაუბრო დრო.

განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

IT მენეჯერი
მაქსიმუსი
თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

სატელეფონო IT მხარდაჭერის სპეციალისტი
BMS Applications
1200₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

IT მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია
1400₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


სკაისისტემსი

ანაზღაურება


700₾ -1,500₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო