საწყობის დამხმარე

შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 1996 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Mondelez International (Alpen Gold, Milka, korona, OREO, Tuc, Barni, Dirol, Юбилейное, ჩიფსი Люкс) და Jacob Douwe Egberts (ყავა Jacobs Monarch, Carte Noire). კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

* პროდუქციის მიღება, დასაწყობება და რეალიზაციისთვის გამზადება;
* საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.

სახელფასო ანაზღაურება: საშუალოდ ხელზე ასაღები 1200 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: [email protected] 2024 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის დამხმარე სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


მეგაკო

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო