სსიპ "საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი" აცხადება ვაკანსიას ცენტრის დიგიტალიზაციის განყოფილების (ლაბორატორია) სპეციალისტის/შრომითი ხელშეკრულებით პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო - 800 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
* ცენტრში დაცული მასალის სკანირება (როგორც სკანერებით, ასევე ფოტოკამერებით). სკანირებული მასალის პაგინაცია, დამუშავება Photoshop-ით ან სხვა კომპიუტერული პროგრამებით და მათი განთავსება ხელნაწერთა ერთიან ბაზაში (შესაბამის ელექტრონულ საცავებში);
* პალიმსფესტების ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სკანირება და მიღებული გამოსახულებების დამუშავება ქვედა ფენის გამოსაჩენად;
მოთხოვნები: პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: სკანირებისა და ციფრული ფოტოგრაფირების საწყისი ცოდნა. Adobe Photoshop-ისა და სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სკანირებული მასალის დასამუშავებლად.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
* პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
* ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] |