"დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დოლიძის ქ. #2;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 საათები;
ანაზღაურება: 900 ლარი (net), ზრდის პერსპექტივით.
შერჩეული აპლიკანტი, გაივლის 2 კვირიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
სამუშაოს აღწერილობა:
* კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ყოველდღიურ რეჟიმში;
* ბუღალტრული გატარებების ასახვა პროგრამაში;
* მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სასურველია, უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
* MS Excel -ის ცოდნა;
* სასურველია, საბუღალტრო პროგრამის: Oris - ის საბაზისო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Junior ბუღალტერი".
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 19 ოქტომბერი.
"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! |