უფროსი აუდიტორი

ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე აუდიტორული კომპანიისთვის "ბაკაშვილი და კომპანია" (http://www.bakashviliandco.com).

პოზიციაზე მივესალმებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში ცოდნის, გამოცდილების და ინტერესის მქონე, განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 47
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: 2 500-3 500 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

* აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
* ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
* კომპანიის რისკების შესწავლა და ანალიზი;
* აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი;
* სხვადასხვა სახის აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
* აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
* პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
* მომხმარებლებთან კომუნიკაცია და საკითხების განხილვა;
* ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
* FSLI, IFRS და WTB სტანდარტების ცოდნა;
* აუდიტის მენეჯერთან აქტიური კომუნიკაცია და საჭირო საკითხების განხილვა.

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის ან აუდიტის მიმართულებით);
* ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინ.2-3 წლიანი გამოცდილება;
* აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
* ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
* MS Word-ის და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
* ACCA-ის ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად;
* ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
* სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (Intermediate).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე [email protected] არაუგვიანეს 7 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM"-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ასისტენტ აუდიტორი
STREAM
500₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უფროსი ტექნიკოსი
არომაკო
1600₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უფროსი ბუღალტერი
IBCCS Georgia
2500₾-3000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

უფროსი Draftsman
ჯორჯიან სერვის გრუპი 2007
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


STREAM

ანაზღაურება


2,500₾ -3,500₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო