გაყიდვების კონსულტანტი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ("ჯი ეს ენი") თბილისში (ვაჟა-ფშაველას გამზ.45 და წერეთლის გამზ. N12) ფილიალებში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის (2) პოზიციაზე.

პოზიციის დანიშნულება: ფილიალში შემოსული მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების ზრდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტი)
* სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
* ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* ფილიალში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება
* კლიენტის მოთხოვნის იდენტიფიცირება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება
* პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა
* პოტენციური მომხმარებლისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა
* პოტენციურ მომხმარებელთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა
* გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება

სამუშაო პირობები:

* ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან
* ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი მონაცემების განხილვა, ელექტრონული ფოსტის "სათაურის ველში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების კონსულტანტი
ელეკრისი
1500₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

გაყიდვების კონსულტანტი
სამი ოთახი
თბილისი
დედლაინი: 6 საათში

გაყიდვების კონსულტანტი
გაბილდი
1000₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

გაყიდვების კონსულტანტი
მაგელანი
თბილისი
დედლაინი: 6 საათში

გაყიდვების კონსულტანტი
Tactical.ge
38₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

კომპანია


ჯიესენი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო