ვიდეო მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი

Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 8 "coffee shop"-ით.

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლატფორმებს:

https://www.instagram.com/coffeesta__/
https://www.facebook.com/coffeestaGeo
https://www.coffeesta.com/

გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო საათები: 10:00სთ.- 18:00სთ.;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22;
ხელფასი: 2000 ლარი + საბონუსე სისტემა 1000 ლარის ფარგლებში

ფუნქცია-მოვალეობები:

* ყოველდღიური საოპერაციო და ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
* კომპანიის შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი;
* დისციპლინარული და სხვა სახის დარღვევების აღრიცხვა და დაფიქსირება;
* კომპანიის უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
* არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენცია და გამოვლენა;
* შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი;
* მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი და ხელყოფისაგან დაცვა;
* თანამშრომლების მიერ სამსახურში გატარებული დროის აღრიცხვა და კონტროლი;
* მონიტორინგის სამსახურის წესდების შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
* ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
* საწყობის, წარმოების ინვენტარიზაციაზე დასწრება;
* ყოველთვიურად არანაკლებ 3 აღწერაზე დასწრება;
* ობიექტების შემოწმება ადგილზე მისვლით, სალაროების გადათვლა, ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერის შესაბამისი კონტროლი;
* ჩეკების დეტალური ანალიზი და მართებულობის დადასტურება;
* თანამშრომლების საკუთარი იუზერებით მუშაობის კონტროლი;
* ობიექტის მომარაგების მონიტორინგი, ხარვეზების აღმოჩენა, დაფიქსირება;
* ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერების ვალიდაცია კამერებით;
* დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი;
* ხელმძღვანელობის მითითებების შესრულება.
* სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* კომუნიკაბელურობა;
* დეტალებზე ორიენტირება;

ჩვენ გთავაზობთ:

* კორპორატიულ დაზღვევას;
* ჩვენს პროდუქციაზე 40% ფასდაკლებას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"კოფისტა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
დეილი
800₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

სოციალური მედიის მენეჯერი
კომპანია
1200₾-2200₾ თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

სოციალური მედიის მენეჯერი
დენტარტი+
500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


კოფისტა

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო