შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ,,სითი თაუერი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70, „სითი მოლი“ საბურთალო / ი. ვეკუას #1, სითი მოლი“ გლდანი
სამუშო ფრაფიკი: ყოველი მესამე დღე
დამატებითი ბენეფიტები: ერთჯერადი კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- შენობის შიდა ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- შენობის გარე პერიმეტრის დაცვა
- კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურეებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.