დახარისხების ცენტრის დამხმარე

"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკი ზრდას.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას დახარისხების ცენტრის დამხმარეს პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ.თბილისი, დიდ დიღომი, ფარსადანის ქ. 10
ანაზღაურება: 1350 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები: 

* საკურიეროში საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება, პროგრამულად აღრიცხვა და დახარისხება;
* დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა;
* კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა;
* საკურიეროში მიღებული გზავნილების რეესტრების მიხედვით შემოწმება და მათი აღრიცხვა.
* უზრუნველყოფა შესაბამისი წესის დაცვით; გასაგზავნი გზავნილების დახარისხება/ გაგზავნის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

* ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
* Excel მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

* გუნდური მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2024 წლის 18 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერი
კომპანია
450₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ამანათების დახარისხების სპეციალისტი
Inex Group
1000₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Delivo

ანაზღაურება


1,350₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო