დისტრიბუციის მძღოლი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ვაკანსიას C კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე, დისტრიბუციის მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თენგიზ ჩანტლაძის ქ. 23

ძირითადი მოვალეობა:

წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* აუცილებელია, C კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

* ანაზღაურება - 1500 ლარი;
* ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და პოზიციის დასახელება " დისტრიბუციის მძღოლი " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება.

ან დაგვიკავშირდით, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595091132

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი, 2024 წელი.

კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დისტრიბუციის მძღოლი
JB Trade
1800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი
მზიური
1200₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი
საირმე-დ
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი - C კატეგორია
რითეილ ლოგისტიკა
1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი-ექსპედიტორი
რითეილ ლოგისტიკა
1400₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


იბერია რეფრეშმენტსი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო