ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერი

დომინოს პიცა (Domino`s Pizza) საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ექვს ფილიალს.

დომინო`ს მარკეტინგის დეპარტამენტში კრეატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ წევრს, რომელიც მზად იქნება შემოუერთდეს მარკეტინგულ ინიციატივებს, მთელი გულით ველით.

ვაკანტური პოზიცია - ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი. ვაკე.
გრაფიკი: 10:00 - 18:00; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება ორიენტაციისთვის: 1200+ ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

* ციფრული მედია არხების (facebook, instagram და სხვ.) განვითარების სტრატეგიაზე მარკეტინგის მენეჯერთან ერთად მუშაობა, მართვა და მონიტორინგი.
* სოციალური ქსელისათვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, დიზაინერთან კომუნიკაცია და მონიტორგი.
* ვებ გერდის მონიტორინგი და მართვაში ჩართულობა.
* პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია/მონიტორინგი.
* სარეკლამო სააგენტოებთან პირველადი კომუნიკაცია, ინფორმაციის მოძიება და სისტემატიზება.
* სოციალურ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა და შედეგების ანალიზი.
* სოციალურ არხებში მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, თვის ჭრილში გამოკითხვა, უკუკავშირი მომხმარებელთან, მათ საჩივრებზე მუშაობა-მონიტორინგი. მიღებული მონაცემების სისტემატიზაცია, განახლება
* მომხმარებელთა ბაზის განახლება
* საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან კვებითი ინდუსტრიის მიმართულებით
* სოციალური პლატფორმების მართვის გამოცდილება
* გამართულად წერის უნარი.
* საოფისე პროგრამების ცოდნა.
* ინგლისური ენის (B2) ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

* შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
* კომუნიკაბელურობა
* ოპერატიულობა
* დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
* დეტალებზე ორიენტირებულობა
* პასუხისმგებლობა
* გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

* ყოველწლიურად ზრდად ანაზღაურებას;
* პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
* ფასდაკლებას სპორტულ დარბაზებში;
* გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას;
* განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას;
* მეგობრულ სამუშაო გარემოს.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე
ჰიპერმარკეტი Domino
900₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

შემგროვებელი
ჰიპერმარკეტი Domino
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კონსულტანტი
ჰიპერმარკეტი Domino
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


Domino`s Pizza

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო