სატრანსპორტო კომპანია "ქომმონ ბრიჯი" აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://common-bridge.com/
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 50
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
* ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
* გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
* შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
* დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
* დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე (ქართული ენის ცოდნა აუცილებელია);
* საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
უნარ-ჩვევები:
* ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
* დროის ეფექტურად მართვის უნარი;
* პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
* შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
* პუნქტუალურობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: [email protected] | [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. |