პრისეილერი

შპს "ლიდერ სისტემი" საერთაშორისო ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

* პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი;
* სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების გაფორმება;
* სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების დროული ანალიზი;
* წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება და დადგენილი გეგმის მიხედვით მოქმედება;
* მართოს შეხვედრები მიმდინარე კლიენტებთან;
* საბითუმო-საცალო კლიენტების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება;
* გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა და მუდმივი ყურადღება მის გაუმჯობესებაზე;
* კლიენტთა ბაზის და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
* ბაზრის კვლევის ჩატარება (კონკურენტების ანალიზი, გაყიდვების სტრატეგიების ეფექტურობა და ა.შ.)

მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მიმართულებით;
* სასურველია სამშენებლო სფეროსთან/სამშენებლო პროდუქტების გაყიდვებში გამოცდილება;
* ენები: სასურველია B2 რუსული/ინგლისური;
* ინტერესი სამშენებლო ბიზნესის მიმართ;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;

უნარები:

* გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
* მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
* კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
* გაყიდვების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
* პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მართვა და ორგანიზაციული უნარები;
* დეტალებზე ფოკუსირება - ხარისხზე და სიზუსტეზე;

ჩვენ გთავაზობთ:

* შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
* სამუშაო გრაფიკი: 6 დღე
* სამუშაო ადგილი: ბათუმი
* ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 2500 ლარი)
* საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა.
* ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
* ტრენინგებს და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრისეილერი ბათუმი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პრისეილერი
სანდომი
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

პრისეილერი
ბინსი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

დისტრიბუტორი/პრისეილერი
ბუდგეთ
800₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


Leader System

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო