სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდში - სტაჟიორ სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს.
ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი.
ფუნქცია-მოვალეობები:
* სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
* კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
* ახალი ობიექტების მოძიება;
* დებიტორული დავალიანების კონტროლი;
* პროდუქციის ვადის და შენახვის პირობების მუდმივი მონიტორინგი;
* გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;
უნარ-ჩვევები:
* პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
* შრომისმოყვარეობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* კომუნიკაბელურობა;
* ორგანიზებულობა;
* პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;
აუცილებელი მოთხოვნები:
* გამოცდილება არ არის სავალდებულო;
* საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
* უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
სამუშაო პირობები:
* სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
* დასვენება: შაბათი, კვირა;
* ანაზღაურება: 1000 ლ;
* ანაზღაურებას ემატება ავტომანქანის ცვეთის-200 ლ ;
* საწვავი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 595 404 225;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს! |