სტაჟიორი/სავაჭრო აგენტი

სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდში - სტაჟიორ სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს.

ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი.

ფუნქცია-მოვალეობები:

* სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სარეალიზაციოდ შეკვეთის გაკეთება;
* კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;
* ახალი ობიექტების მოძიება;
* დებიტორული დავალიანების კონტროლი;
* პროდუქციის ვადის და შენახვის პირობების მუდმივი მონიტორინგი;
* გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;

უნარ-ჩვევები:

* პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
* შრომისმოყვარეობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* კომუნიკაბელურობა;
* ორგანიზებულობა;
* პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;

აუცილებელი მოთხოვნები:

* გამოცდილება არ არის სავალდებულო;
* საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
* უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

სამუშაო პირობები:

* სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
* დასვენება: შაბათი, კვირა;
* ანაზღაურება: 1000 ლ;
* ანაზღაურებას ემატება ავტომანქანის ცვეთის-200 ლ ;
* საწვავი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 595 404 225;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სავაჭრო აგენტი/სტაჟიორი
მასტერ კოფი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

სტაჟიორი კომერციულ დეპარტამენტში
Carrefour Georgia
800₾ თბილისი
დედლაინი: 4 საათში

სტაჟიორი ოპერატორი
ლიფტსერვისი
თბილისი
დედლაინი: 4 საათში

სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით
Blue Waters
500₾-700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
PepsiCo
900₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


მასტერ კოფი

დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო