შესყიდვების მენეჯერი

კომპანია "ვიდუ" დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი.

"ვიდუ" მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას, საფასადე და ინტერიერის საღებავებს, სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზირი
ანაზღაურება: ფიქსირებული - 1000 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

* მიზანდასახულობა, პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა.
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
* მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა

ძირითადი მოვალეობები:

* სამშენებლო პროექტებიდან შესასყიდ პროდუქციაზე დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნის ანალიზი;
* მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
* მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
* შესყიდვისთვის გადარიცხვის ორგანიზება;
* ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და მონიტორინგი;
* მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
* შესყიდვის ხელშეკრულებების ფორმირება;
* შესყიდვებისა და მოთხოვნების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანგარიშის მომზადება;
* საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში/სამშენებლო ობიექტზე მოწოდებამდე ვადების კონტროლი;
* ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება - ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
* საწყობთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
* არსებული და პოტენციური მომწოდებლების ანალიზი და შეფასება;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების მენეჯერი
ბორან ლაითი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

შესყიდვების მენეჯერი
Oktopus Fitness Club
2000₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
რუსთავოილი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

სხვადასხვა
BRD
თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


wedo.ge

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო