მოლარე-ოპერატორი

შპს "გარანტი ჯგუფი" garantigroup.ge ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მუხიანი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიაში დანერგილ ბუღალტრულ პროგრამაში შეკვეთის და რეალიზაციის ასახვა
* პროდუქციის მიღება/გაცემის პროგრამული ასახვა
* სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა
* ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
* ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება დადგენილი წესების სრული დაცვით
* სალაროს ნაშთების კონტროლი
* არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომის/ფინანსების მიმართულებით;
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
* ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
* უპირატესობა მიენიჭება ბუღალტრულ პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
* ფულთან მუშაობისა და სალაროს ოპერაციების განხორციელების გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
* ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, სხარტი;
* გუნდური მუშაობის უნარი, კეთილსინდისიერი.

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მოლარე ოპერატორი"

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე ოპერატორი
აგრო კომპანია ბარაქა
800₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

მოლარე-ოპერატორი
სან ინვესტი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

მოლარე-ოპერატორი
ორიონი
40₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

მოლარე-ოპერატორი
სამი ძმა
1050₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-ოპერატორი
აღმშენებლობა
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-ოპერატორი
მაქსიმა
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


გარანტი ჯგუფი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო