საწყობის მენეჯერი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე საბაჟო ტერმინალზე.

"ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 4

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
განაკვეთი: სრული 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ხელზე ასაღები 1000 ლარი + ბონუსი და დანამატი

საქმიანობის აღწერა:

* საწყობში ამანათების მიღება, პროგრამაში აღრიცხვა და შესაბამის თაროებზე განთავსება;
* მომხმარებლის მხრიდან ამანათის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ამანათის საწყობში მოძიება წინასწარ განთავსებულ თაროზე და მისი გაცემა;
* კურიერზე გადასაცემი ამანათების დამუშავება და გამზადება გადასაცემად;
* დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
* ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისებისა და ზედმეტობების მიზეზის მოკვლევა;
* დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
* კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

* კოლეგიალურობა;
* პუნქტუალურობა;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
ჯიბე cash & carry
1400₾-1800₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

საწყობის მენეჯერი
ელვარე
2000₾-2500₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

საწყობის მენეჯერი
მადარტი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის მენეჯერი
ნეო ჯგუფი +
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის მენეჯერი
ნუტრიმაქსი
1800₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

საწყობის მენეჯერი
ლაინ მედია
1500₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


ბოქსეტ ჯორჯია

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო