შპს "LINE MEDIA" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე (საავტომობილო ზეთები და ავტოკოსმეტიკა).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე. 2 დღე დასვენება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
* სასაწყობე ფართში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი.
* საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა- დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი.
* საწყობის მუშაობის კონტროლი.
* დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
* პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი.
* ჩამოწერილი პროცედურის კონტროლი.
* ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და კონტროლი.
* ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქციის მიღებისას, ასევე გაცემისას.
* ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს.
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
* კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა.
* პუნქტუალურობა.
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
* ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
* დეტალებზე ორიენტირებულობა
აუცილებელი მოთხოვნები:
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
* 1С მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
* MS OFFICE პროგრამების კარგად ცოდნა.
* შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
* წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა).
* მართვის მოწმობა და მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
ანაზღაურება: ხელფასი 1500 ლარი + ბონუსი
წარსადგენი დოკუმენტაცია:
კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected]
გისურვებთ წარმატებას! |