მოლარე-რეგისტრატორი - წინანდლის ქუჩა

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას (წინანდლის ქ. N9-11).

კლინიკა "ენმედიცი" დაარსდა 1996 წელს, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ბაზაზე. თანდათან ცენტრის სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა სხვადასხვა კლინიკური დარგების მიმართულებით.

ამჟამად იგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებათა გაერთიანებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია აერთიანებს სათაო კლინიკას (წინანდლის ქ. N9) - ამბულატორიულ-სტაციონარული სერვისებით და პოლიკლინიკური ტიპის 4 ფილიალს, ბათუმსა და თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
* სამუშაო გამოცდილება სასურველია - (სასურველია 1 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე)
* MS Office-ს კარგი ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

* პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
* პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
* პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
* სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
* პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება
სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;

დამატებითი მოთხოვნები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
* ენერგიული;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9-11 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-რეგისტრატორი
ენმედიცი
900₾ თბილისი
დედლაინი: 17 საათის წინ

მოლარე-რეგისტრატორი
დიომედი აფხაზეთი
500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

მოლარე-რეგისტრატორი
კლინიკა კანი
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

მოლარე, კონსულტანტი
წისქვილი ჯგუფი
950₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

მოლარე-კონსულტანტი
ცეცხლი აინთო
50₾-60₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-კონსულტანტი
Way Mart
100₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ენმედიცი

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო