გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი

სატრანსპორტო კომპანია „ქომმონ ბრიჯი“ აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით.

კომპანიის ვებ-გვერდი : https://common-bridge.com/
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 50
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
  • დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე ( ქართული ენის ცოდნა აუცილებელია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: [email protected] ; [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი.დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
მადარტი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

გაყიდვების მენეჯერი
ავტო მარკეტ ლოგისტიკი
1500₾-3500₾ თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
TopTrans
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
Royal Express
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

შესყიდვების მენეჯერი
ბორან ლაითი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


Common Bridge

დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო