"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქიმიოთერაპიის ექთანი
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი;
ანაზღაურება: 875 ლარი (gross) + გამომუშავება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
* შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
* მედიკამენტების აღწერა;
* ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მინიმუმ 2 (ორი) წლიანი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
* პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქიმიოთერაპიის ექთანი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593423310
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. |